სასწავლო რესურსები





 გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ რესურსებს


  შემიძლია შემოგთავაზოთ ელექტრონული საგანმანათლებლო საიტები, რომლებსაც ვიყენებ საკმაოდ ხშირად. ჩემი აზრით მათი საშუალებით გაკვეთილი ხდება მეტად აღქმადი, მოსწავლეები მუშაობენ ხალისით, იზრდება მათი მოტივაცია და ჩარულობა საგაკვეთილო პროცესებში.
  ამ საიტის დახმარებით მშობლიურ ენაზე საკმაოდ მარტივად შეძლებთ ელექტრონული რესურსის შექმნას. გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონული


   აქ თავმოყრილია მასალა, რომელზეც მუშაობა შუძლიათ დაწყებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებით დამთავრებულ ნებისმიერ მსურველს(სავარჯიშოები მოიცავს პრე-კალკულუსის მასალასაც).
   ამოცანები დალაგებულია თემატურად სირთულის მიხედვით, რაც ეხმარებათ მოსწავლეებს თანმიმდევრულად გაიღმაონ ცოდნა. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში პროგრამა მოსწავლეს უჩვენებს ამოხსნის სწორ გზას. შესრულებული სამუშაო ფასდება 100 ბალიანი სისტემით. მუშაობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მაგრამ ენის ელემენტარული ცოდნაც საკმარისია შინაარსის გასაგებად(მცირეოდენი ტერმინოლოგიის დახმარებით).


   თემა "ფუნქციები"-ს გავლისას მეტად მოსახერხებელია მათემატიკური ელექტრონული პროგრამა "Geogebra". მისი დახმარებით იზრდება მასალის აღქმა. მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ, როგორ იცვლება ფუნქციათა გრაფიკები პარამეტრების ცვლილების შედეგად.
   შესანიშნავია მისი გამოყენება განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გრაფიკული ხერხით ამოხსნის დროს. მიზნიბრივია მისი გამოყენება თითქმის ნებისმიერი გეომეტრიული ამოცანის ამოხსნისას(იქნება ეს სიბრტყეზე თუ სივრცეში).


   მათემატიკური საგანმანათლებლო საიტი "ხანის აკადემია" გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილებს სხვადასხვა თემებზე. რომელთა გაცნობის შემდეგაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვარჯიში შესაბამის მასალაზე.



    ამ სერვისით(,, სასკოლო დამხმარის“(школьный помощник)) სარგებლობისას თქვენ შეძლებთ სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას და გამოტოვებული მასალის შესწავლას. მასალა შემდეგია;
მათემატიკა-მე-5, მე-6 კლასები;
ალგებრა-მე-7; მე-8 კლასები;
გეომეტრია-მე-7 კლასი.
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ირჩევთ სასურველ საგანს და თემას და მომენტალურად გადადიხართ გვერდზე, სადაც სურვილის შემთხვევაში გაეცნობით თეორიულ მასალას და შეძლებთ ამოხსნათ მაგალითები და ამოცანები. ამოხსნებს ამოწმებს კომპიუტერი და დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის პასუხები ინახება ,,სასკოლო დამხმარის“ მონაცემთა ბაზაში, ამიტომ ამ ტიპის მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი შედეგები პირად კაბინეტში. იმის მიუხედავად სწორად ამოხსენით ამოცანა თუ არა , შეძლებთ გაეცნოთ ამოცანის დაწვრილებით ამოხსნას.


         მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ოლიმპიადებზე თავისი ცოდნის გამომჟღავნების. ოლიმპიადები ტარდება სამ ტურად, ,,ოქროს ტური“ კი ერთ ტურიანია. დაწრილებითი იფორმაციისთვის იხილეთ:
https://edu.aris.ge › ARIS.GE-განათლება




პროექტში ჩართულია:
  .  64 მუნიციპალიტეტი;
  . 1500-ზე მეტი სკოლა;
  .  250 000-ზე მეტი მოსწავლე.

დღეს საქართველოში ყოველი მე-4 მოსწავლე კინგსელია.


 . 2017 წლის შემოდგომის სეზონიდან ორგანიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და სკოლის მოსწავლეებისთვის კინგსის სასწავლო პროგრამა შექმნა,
რომელიც სამ  მიმართულებას:
 ონლაინ სასწავლო პლატფორმას,
 ელექტრონულ სახელმძღვანელოებსა და
საოლიმპიადე აქტივობებს
 მოიცავს.  
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას, დაეხმაროს საგნობრივად სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და შემდგომ მათ გაძლიერებას.

No comments: