საშუალო სკოლაში მოსწავლეთა გონებრივ განვითარებასა და მთელი რიგი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ფორმირებაში ყველა სასწავლო საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დიალექტიკურ-ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი მათემატიკას ეკუთვნის. ,,იგი ადამიანისთვის ყველა საფუძველთა საფუძველია, ერთგული მეგზურია ბუნებაში არსებული მრავალფეროვნების შინაგანი კავშირების შეცნობისთვის... ადამიანის აღზრდა მათემატიკის გარეშე არასრულფასოვანია."
მათემატიკის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სწავლება იქნება მიზანდასახული, როდესაც იგი შეესაბამება სწავლების სინამდვილეს. იგი უნდა იყოს ბუნებრივი, უნდა ეთანადებოდეს მოსწავლის განვითარების ძალებს, მის სულიერ განვითარებას.
მათემატიკის ცოდნა ხელს უწყობს აზროვნების ინტელექტუალური, მოთმინების, ხასიათისა და რწმენის სიმტკიცის განვითარებას. ,, თუ ახალგაზრდებს სკოლაში ასწავლიან რაც საჭიროა და როგორც საჭიროა, ისინი ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც თამაშის დროს. კარგად წამართული გონებრივი ენერგია მათ ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც სპორტის საყვარელ სახეობაში ვარჯიში. ლამაზად და შინაარსიანად სწავლება მათ საუკეთესო სანახაობად, კარგი სპექტაკლისაგან, ნახატების გამოფენისაგან მიღებულ სიამოვნებად შეიძლება ვუქციოთ."
ამ ბლოგის შექმნის მიზანიც ზუსტად ის არის, რომ გამოცდილებების ურთიერთგაზიარებით შევძლო ზემოთ ნათქვამის მიღწევა- ჩემი პედაგოგიკური მოღვ აწეობის განვითარება.
CV - თინათინ მინდიაშვილი
No comments:
Post a Comment