პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
პროექტზე
მუშაობა
– კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ
მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული
სწავლის საშუალებას იძლევა. იგი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები
და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ,
რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ
საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
პროექტზე
მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად
ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისგან.
პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლის გარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში.
პროექტით სწავლებასთან ერთად
იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის
მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები.
პროექტებზე მუშაობის
პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ
პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას
მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც
აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ
გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს
საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას)
და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას
და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება
მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში
ეხმარება.
ვინაიდან დღეს აქტუალურია
პროექტებით სწავლება, გთავაზობთ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს.
გთხოვთ
, გამიზიაროთ, თქვენი შეხედულებები.
მონაცემთა ანალიზი1 (V კლასი)
"თბილისი" თავსატეხ ამოცანებში (PowerPoint)
მონაცემთა ანალიზი 2 (VIII კლასი)
მონაცემთა ანალიზი 2 -ის ამსახველი ფოტო-მასალა
პითაგორას თეორემა ნატურალურ რიცხვებში
მათემატიკა ჩვენს ირგვლივ
პროექტი IV რეფლექსია

No comments:
Post a Comment